სამშაბათი 25, ივნისი 2019

შესაძლოა, ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯერი თანამდებობიდან გაათავისუფლონ

13, ივნისი 2019 11:15:00

შესაძლოა, ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯერი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, თენგიზ სურმანიძის პოლიტიკური შეშხედულებებია. გუშინ, სურმანიძემ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პოსტი დაწერა და იქვე აღნიშნა, რომ რეგიონის პირველი პირი და განათლების მინისტრი ზონდერები არიან. „უნამუსობაა, უსუსური და არა ადამიანური გადაწყვეტილება მიიღეთ“ - წერს თეატრის მენეჯერი.

„ამ საკითხზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით, კლინიკაში ვარ და სასაუბროდ არ მცალია“- ასე უპასუხა „TV 25“-ს თენგიზ სურმანიძემ, რომელმაც არ გვითხრა ვის სურს მისი თანამდებობიდან წასვლა.

თენგიზ სურმანიძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობმა მაია ქათამაძემ დაწერა. მან ჩვენთან საუბარში არ განმარტა, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მენეჯერის სამსახურიდან გაშვება სავარაუდოდ პოლიტიკურ შეხედულებებს დაუკავშირდება.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ მენეჯერის შესაძლო განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ავტორი(ები)

306

დღის ამბები