13, ივნისი 2019 17:16:00
თუ ქონება აუქციონზე სამჯერ იქნა გატანილი, თუმცა მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ქონება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან თავისუფლდება. შესაბამისად, მასზე განმეორებით ყადაღის დადება არ დაიშვება. სწორედ არსებულ ნორმას ასაჩივრებს საკონსტიტრუციო სასამართლოში მოქალაქე ზურაბ სვანიძე. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვეაში კრედიტორს აღარ რჩება შესაძლებლობა, ეფექტურად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რაც მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის.