14, ივნისი 2019 15:53:00
ლავიწის ძვალი მოიტეხა - რას ყვებიან საბავშვო ბაღში, სადაც 3 წლის გოგო დაშავდა
ხელვაჩაურის პირველ საბავშვო ბაღში აღსაზრდელი დაშავდა. 3 წლის ბავშვი ატრაქციონიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ლავიწის ძვალი გაიტეხა. გოგონა ამ ეტპაზე ბინაზეა გაწერილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაწესებულებაში მომხდარის დეტალებს იკვლევენ. პედაგოგი, რომელიც ინციდენტის დროს პატარებთან იმყოფებოდა ახსნა განმარტება დააწერინეს. პროცესში ჩაერთო საბავშვო ბაღების გაერთიანებაც. თემის დეტალებს და მხარეთა პოზიციებს 9 ნახევარზე შემოგთავაზებთ.