15, ივნისი 2019 18:27:00
ქედაში ტურისტი დაიღუპა. ”TV 25”-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რომ 75 წლამდე კაცი ველოსიპედით მოძრაობისას მოცურდა და ძირს დაეცა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.