კვირა 21, ივლისი 2019

ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მკურნალ ექიმს 4 თვით სახელმწიფო სერტიფიკატი შეუჩერდა

17, ივნისი 2019 13:05:00

4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნა დადო. სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ იაშვილის სახელობის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმს, კარინე აბგარიანს 4 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატი.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოში მოყვანილია კონკრეტული მიზეზები, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ „ვერ მოხდა დაავადების დროული ამოცნობა“. დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, არ ჩატარებულა ნევროლოგის კონსულტაცია, ასევე „უგულებელყოფილია ბარათში აღწერილი ძლიერი თავის ტკივილის ჩივილი…“
 ანრი ბერიძე 2017 წლის მარტში გარდაიცვალა. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა გამოძიება ამ დრომდე კონკრეტულ შედეგზე არ გასულა.

 

ავტორი(ები)

120

დღის ამბები