21, ივნისი 2019 17:24:00
ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. მე ახლაც მჯერა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა პლატფორმა ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. გუშინ 12 საათზე მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას. მიზანი მიღწეულია. საქართველომ დაანახა მსოფლიოს ქართველი ხალხის შეუვალი ნება",-განაცხადა ქუცნაშვილმა. ,,ოკუპაციის კანონის მიხედვით ვისაც არ ეკუთვნოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა, ის არც ჩემოსულა. ჩემთვის დეპუტატის მანდატი არ ღირს თუნდაც საზოგადოების გაღიზიანებად. როგორც ადამიანი და როგორც კაცი, ვფიქრობ რომ არ იქნება სწორი დავრჩე თანამდებობაზე."- განაცხადა ქუცნაშვილმა.