11, ივლისი 2019 17:20:00
„საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები - განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიო ფორუმზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები უსაფრთხო ბიზნეს გარემოზე საუბრობდნენ და საინვესტივციო შესაძლებლობებს განიხილავდნენ. დღესვე შეიმუშავებენ საინვესტიციო პროექტების კატალოკს რომელიც პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს გააცნობს.