პარასკევი 23, აგვისტო 2019

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე აჭარაში ორი პირი დააკავეს

17, ივლისი 2019 17:16:00

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარაში გაასაღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

ავტორი(ები)

114

დღის ამბები