27, ივლისი 2019 10:53:00
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია და იგი დანაშაულს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.