05, აგვისტო 2019 13:26:00
როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მათი კვლევის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს ზოგადი განათლების მართვის ეფექტიანობასა და სისტემაში წარმოებული მონაცემების დაცულობაზე.
eSchool სისტემაში, უკეთესი პრაქტიკისაგან განსხვავებით, არ ხდება მნიშვნელოვანი მონაცემების ასახვა. აღნიშნული გამოწვეულია სამინისტროსა და სააგენტოს სისტემის მხრიდან eSchool-ის შექმნის პროცესისადმი არათანმიმდევრული მიდგომითა და პროექტის მართვაში არსებული ხარვეზებით.
eSchool სისტემის შემუშავების პროცესში არ ყოფილა განსაზღვრული სისტემაში საჭირო ინფორმაციის მიმართ მოთხოვნები. კერძოდ, რა მოდულები და მონაცემები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ზოგადი განათლების სექტორის შეფასება.
არსებული მდგომარეობით, სისტემაში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია/პარამეტრები და შეუძლებელია სხვადასხვა შესაბამისი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო (ბოლო მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 2 085 საჯარო და 228 კერძო სკოლა).