05, აგვისტო 2019 21:10:00
აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.სულ 45 შეტყობინება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.