06, აგვისტო 2019 21:20:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დღესაც , სასმართლოს ეზოში არჩილ ვანაძის მხარდამჭწერები შეიკრიბნენ. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. ამასთან, ამბობენ, რომ სასამართლოს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის იმედი აქვთ.