კვირა 22, სექტემბერი 2019

Black Sea Arena-ს სცენაზე ჯარედ ლეტოს კონცერტი გაიმართა

14, აგვისტო 2019 20:35:00

Black Sea Arena-ს სცენაზე ამჯერად ჯარედ ლეტოს კონცერტი გამართა.  იგი  სცენაზე საქართველოს დროშითაც გამოვიდა. მომღერალმა თავის ბრენდთან - Thirty Seconds to Mars  ერთად, მსმენელებს ცნობილი  და უცნობი  სიმღერები შესთავაზა.  Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ და შანონ ლეტომ შექმნა. ჯგუფის  პირველი აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება.  ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

ავტორი(ები)

153

დღის ამბები