14, აგვისტო 2019 22:36:00
თამარის დასახლებაში რკინიგზის სადგურის წინ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება ცეცხლი მალევე ჩააქრეს. მომხდარის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს