10, აპრილი 2017 20:12:00
საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა და 6 დაშავდა ავტო საგზაო შემთხვევის დროს თურქეთის ქალაქ რიზეს სიახლოვეს, დაბა არდაშენში. მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, სახანძრო მანქანას დაეჯახა. 23 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა , დანარჩენი მგზავრები კი რომლებიც შუახევის მკვიდრები არიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახლომახლო მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან სამი ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად დღესვე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე რიზეში გაემგზავრნენ. ზაალ მიქელაძის განცხადებით ისინი ადგილზე შეისწავლიან დაშავებულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურეობას გაუწევენ.