ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ბადრიჯანი აჭარულად

18, აგვისტო 2019 00:30:00

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2-3 ცალი
  • მაწონი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ქინძი


მომზადების წესები

  • ბადრიჯანი გავფცქვნათ, დავჭრათ კუბებად, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. ნიორი დავნაყოთ და შევურიოთ მაწონს. 20 წუთის შემდეგ ბადრიჯანი გავწუროთ და კარაქში შევბრაწოთ. ბადრიჯანს დავასხათ მაწონი და როგორც კი დუღილს დაიწყებს, გადმოვდგათ. შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. სურვილისამებრ დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა და ქინძი. ტრადიციულ ვარიანტში კერძს მწვანილი არ ემატება.

ავტორი(ები)

276