22, აგვისტო 2019 10:35:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.