ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

23, აგვისტო 2019 20:50:00

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა. იგი  1979 წელს  დაბადებული თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც ბრალად ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედება. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ დაკავებულის  მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1000 ლარი  ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ავტორი(ები)

2553