შაბათი 21, სექტემბერი 2019

ქობულეთის შუქურას დირექტორი გათავისუფლებულია

02, სექტემბერი 2019 12:25:00

ქობულეთის შუქურას დირექტორი გათავისუფლებულია - ინფორმაცია „TV 25“-ს ქობულეთის მერიაში დაუდასტურეს, თუმცა აქ არ ამბობენ, რის საფუძველზე დატოვა თანამდებობა ჩელებაძემ. ჩვენი ინფორმაციით, მას პოზიციის დათმობა ფინანსური პრობლემების გამო მოუხდა, რასაც მერიაში არ ადასტურებენ. თავად რევაზ ჩელებაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„რევაზ ჩელებაძემ 5 აგვისტოს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შპს "საფეხბურთო კლუბ შუქურას" დირექტორობის პოსტი. იგი რჩება შუქურაში და უშუალოდ სტადიონების ინფრასტრუქტურულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალ დირექტორს, ირაკლი ბერიძე უფლებამოსილებას 8 აგვისტოდან შეუდგა. პროფესიით იურისტია. მანამდე მუშაობა შუქურას ლიცენზირების მენეჯერის თანამდებობაზე, ასევ,ე ქობულეთის საარჩევნო ოლქის წევრი იყო“ - გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

ავტორი(ები)

213

დღის ამბები