პარასკევი 20, სექტემბერი 2019

აჭარა TV სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა

11, სექტემბერი 2019 21:40:00

აჭარა TV სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა - ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მაუწებელში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული.

საქმე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის თანამშრომლებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების ფაქტს ეხება. კადრები სოციალური ქსელის იმ გვერდზე იყო განთავსებული, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ნათია კაპანაძის რეპუტაციისა და ღირსების შემლახველი მასალები იტვირთებოდა. ცნობისთვის, გამოძიების დაწყების შემდეგ ადმინმა აღნიშნული გვერდი საერთოდ წაშალა.

ირკვევა, რომ 20-მდე ადამიანს ჰქონდა ვიდეო ჩანაწერებთან წვდომა, გამოძიების პროცესში კი ვერ დადგინდა კონკრეტულად ვინ გაასაჯაროვა კადრები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტეს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციები მისცენ, რათა შემდგომში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

 

მსგავსი თემები:

ცრუ განგაში თუ ფარული ჩანაწერებით მანიპულირება აჭარა TV-ში?

 


დღის ამბები