11, სექტემბერი 2019 21:35:00
2019 წლის იანვრიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ასაკობრივი კატეგორიის გარდა, დამატებით 150 ათასი მოზრდილი აიცრა. 8 თვის მონაცემებით კი წითელა-წითურა-ყბაყურა ვაქცინა დამატებით მხოლოდ აჭარაში 10 ათას 378 პირს ჩაუტარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყოველთვიურად იცრება დაახლოებით 11ათასი 000 ბავშვი. წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.