24, სექტემბერი 2019 18:10:00
2020 წელს აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიონ 200 ათასი ლარით იზრდება და ჯამში, 55 მილიონ, 400 ათასი ლარი იქნება. გაზრდილი თანხების ნაწილი სამ ახალ პროექტს: სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, პროფესიული განათლებისა და ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობას მოხმარდება. დაგეგმილია ასევე 1 სკოლის შენებლობა და 17 - ის რეაბილიტაცია. რაც შეეხება კულტურის პროგრამებს, ამ მხრივ გაიმართება მასშტაბური ფესტივალები, კინოპროექტები, იგეგმება კულტურული დაწესებულებების ადაპტირება შშმ პირებისთვის. მომდევნო წლის პროგრამების პროექტები მინისტრმა არასამთავრობო სექტორის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნო.