03, ოქტომბერი 2019 12:32:00
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
❌ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 97 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 43 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 33, შიდა ქართლში - 27, აჭარაში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.