08, ოქტომბერი 2019 18:25:00
ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლევან ბეჟანიძეს 2018 წელს პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ უსარგებლია. ირკვევა, რომ ხელფასის გარდა, დეპუტატის მივლინებებში 15,587 ლარი დაიხარჯა.
„2018 წელს საქართველოსი 49 პლენატურლი სხდომა გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ 30 დეპუტატს მთელი წლის განმავლობაში არც კითხვა დაუსვამთ და არც რაიმე განცხადება გაუკეთებიათ. 24 მდუმარე დეპუტატი ქართული ოცნების წევრია და როგორც გაირკვა, ანაზღაურების გარდა(4,623 ლარი), ქვეყნის ბიუჯეტი მათ საგარეო მივლინებებშიც საკმაო რაოდენობის თანხას ხარჯავს. ლევან ბეჟანიძე ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი გახლავთ. საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ გასული წლის განმავლობაში იგი სამ ქვეყანაში იმყოფებოდა, ესენია: 1) უზბეკეთი (3,129 ლარი); 2) აშშ (9,688 ლარი) და 3)პოლონეთი (2,769 ლარი). მდუმარე დეპუტატის საერთაშორისო ვოიაჟები თითქმის 16 ათასი ლარი დაჯდა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.