11, ოქტომბერი 2019 13:31:00
,,დიანიუსის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფს კი ქალი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, მამაკაცის მხრიდან ყოფილი ცოლის დაჭრის მიზეზი კონფლიქტი გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.