17, ოქტომბერი 2019 09:45:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY-ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.