22, ოქტომბერი 2019 12:57:00
სულხან მესხიძე აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დღეს, 12 საათზეა დაბარებული. TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გამომძიებლებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. სულხან მესხიძის თქმით, ოჯახის წევრს ემუქრებიან, რაზეც იგი სამართალდამცველებისგან დაუყონლებლის რეაგირებას ითხოვს.
საქმე, ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს ეხება, რომელიც „მაცნეში“ გასული სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო ორგანომ ფაქტზე კონკრეტული შედეგი დღემდე ვერ დადო.