31, ოქტომბერი 2019 13:00:00
უამინდობის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერის 9 კერა და 1 საცხოვრებელი სახლის დატბორვის ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ ზანაქიძეებში, მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა მოქალაქე სერგო ფარტენაძის საცხოვრებელი სახლთან.
- მიწის მასა ჩამოწვა ფერიაში, მალხაზ ჯაბნიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რის გამოც ჩაიკეტა ცენტრალური გზა და დაზიანდა წყლის მილი.
- სოფელ მნათობში, ჩამოიშალა გზა და მიწის მასა ჩამოწვა ჯუმბერ აჩუგბას საცხოვრებელ სახლთან.
- ზედა ახალშენში, ავთო გორაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა მიწის ფერდი.
- მახოში, ზანაქეთის დასახლებაში გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ჩაიკეტა სვანიძეების 3 ოჯახთან მისასვლელი გზა.
- მურმანეთში, ხულოს დასახლებაში ჩამოიშალა საავტომობილო გზის მცირე ნაწილი.
- ზედა თხილნარში, გორგაძეების დასახლებაში გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ჩაიკეტა 3 ოჯახთან მისასვლელი გზა.
- თხილნარში, ლევან ვაშაყმაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მიწის მცირე მასა.
- სოფელ მახვილაურში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ნანული ბერიძის საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- ზედა ახალშენში, სულიკო სირაბიძის სახლთან ჩამოიშალა მიწის ფერდი და ჩაიტანა საცალფეხო ბილიკი, რომელიც სახლთან მისასვლელ ერთადერთი გზას წარმოადგენდა.
ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106
Tags:
გაზიარება
3