06, ნოემბერი 2019 17:32:00
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ანგისის დასახლებაში. დაზარალებული სურმანიძეების ოჯახი თურქ ინვესტორს უჩივის. მათ კომპანია „ნევ ბათუმის“ ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულება 3 წლის წინ გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის დასრულების შემდეგ როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართობები გადაეცემოდათ. მათივე თქმით, ხელშეკრულება დაირღვა. შპს „ნევ ბათუმის“ იურისტმა ისინი საჯარო რეესტრისკენ გადაამისამართა.