08, ნოემბერი 2019 12:26:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
- ნიორი - 96.69%-ით;
- მსხალი - 68.96%-ით;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
- მანდარინი - 66.80%-ით;
- საზამთრო - 57.28%-ით;
- ფორთოხალი - 36.13%-ით;
- წიწიბურა - 35.47%-ით;
- მწვანილი - 34.12%-ით;
- შაქარი - 33.34%-ით;
- ხახვი - 32.40%-ით.
წყარო : bpn