15, ნოემბერი 2019 09:29:00
კვირეულის ფარგლებში სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო. ნარჩენების მართვის კომპანიის გარემოს დაცვის ექსპერტმა ახალგაზრდებს გარემოს დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩაუტარა. სემინარის დასრულების შემდეგ კომპანიის დირექტორმა სოფიო ანანიძემ და პროექტის მენეჯერმა ნარეშ ტელგუმ მინი-კონკურსი „კრეატიული სლოგანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით“ გამოაცხადეს.
კონკურსის შედეგად გამარჯვებულ საუკეთესო სლოგანს კომპანიის წარმომადგენლები გამოავლენენ, რომელსაც საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტებზე, მაისურებზე დასაწერად გამოიყენებს, ხოლო ავტორებს მადლობის სიგელს გადასცემენ.
კონკურსის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილებით დასუფთავების აქცია მოეწყო და მოსახლეობას აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ დამზადებული საინფორმაციო ხასიათის ფლაერები დაურიგეს. კვირეულის მიზანია ნარჩენების მოპყრობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირებულობა არასახიფათო ნარჩენების მიღების, დახარისხებისა და განთავსების შესახებ.