21, ნოემბერი 2019 17:35:00
ოპოზიცია სახალხო დამცველს, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს მიმართავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფიგზე პარტიის წევრმა მოუწოდა უწყებებს დაინტერესდნენ დაკავებული დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის მდგომარეობით. ხელისუფლების ოპონენტის მტკიცებით, მისი კოლეგა, ნესტიან იზოლატორში არაადამიანურ პირობებში იმყოფება. დიასამიძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით მათ დაშინებას ცდილობს.