სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიასთან . საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მწვავე კამათი ოპოზიციის წევრსა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის მოხდა. ტერიტორიაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები და სპორტსემენები იყვნენ მობილიზებულები, ის ახალგაზრდები, რომლებიც დაბოქლომების აქციის წინააღმდეგ უწყების წინ, ყოფილ მსოფლიო ჩემპიონთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან ერთდ შეიკრიბნენ. არადა აიპების თანამშრომლები, ქუჩის ნაცვლად იმ დროს სამუშაო კაბინეტებში უნდა ყოფილიყვნენ.
მწვავე დიალოგი ბათუმის მერიასთან ლევან ანთაძის გამოჩენას მოჰყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომდგენელს ადგილზე შეკრებილები კითხვებს გაღიზიანებული ტონით უსვამდნენ. ხელისუფლების ოპონენტი დაინტერესდა რა ესაქმებოდა სამუშაო საათებში მერიის წინ ერთ-ერთი აიპის თანამშრომელს:
იგივე კითხვა მერიის თანამშრომელმა ლევან ანთაძემ თავად დაუსვა:
მომდევნო კითხვა მერიის წინ შეკრებილებმა ლევან ანთაძეს უწყების პიკეტირებასთან დაკავშირებით დაუსვეს:
ჩხუბი და აურზაური ბოლოს მუქარაში გადაიზარდა:
ინცინდენტის ადგილზე სპორტსმენები, პოლიციელები, ასევე, მერიის სხვადასხცვა სამსახურების თანამშრომლები იყვნენ. მათ შორის თემურ ხასია და ლაშა ჩავლეშვილი. დაპისიპირებისას მოქალაქეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მოუწოდეს ქუჩაში დგომასა და მერიის დაბოქლომების ნაცვლად არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
როგორ აღმოჩნდნენ აიპების თანამშრომლები სამუშაო დროს მერიის წინ და მოიცალეს მათ ინცინდენტში მონაწილეობის მისაღებად იმ დროს, როცა კაბინეტებში უნდა ყოფილიყვნენ? თვითმართველობაში დღეს კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არ აღმოჩნდნენ. უწყების პრესცენტრში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ პასუხები იმ აიპებისთვის უნდა მოგვეთხოვა, რომელთა თანამშრომლები დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ცნობისთვის, ამ ეს აიპები სწორედ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.