03, დეკემბერი 2019 12:38:00
ქობულეთის მერიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირია დაკავებული. მის მიმართ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. დაპირისპირება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მოხდა.
სამართალდამცავები ქობულეთის მერიასთან დილიდან იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ისინი მერთან შესვლას გეგმავდნენ, როცა მათ მირიან ქათამაძემ შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ ეტაპზე ქობულეთის მერიასთან სიმშვიდეა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან. მირიან ქატამაძის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ.