04, დეკემბერი 2019 17:28:00
USAID-მა აჭარის 20 საჯარო სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის ათ ცენტრში სველი წერტილებისა და წყლის გამფილტრავი სისტემის მოწყობა, ნახევარი მილიონი დოლარით დააფინანსა. ასევე რეაბილიტაცია გაუკეთდა ჯანდაცვის პირველად ცენტრებს. დღეს კი, შესრულებული სამუშაოები, მუხაესტატესა და ოჩხამურის საჯარო სკოლებში ამერიკის შეეერთებული შტატები-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სკოლებში, სადაც სანიტარული ნორმები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტს, უახლესი თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა, ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის მიზანი გამართული სანიტარული ინფრასტრუქტურისა და განათლების უზრუნველყოფაა, ამასთან თემის მობილიზაცია ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში.