04, დეკემბერი 2019 17:31:00
„საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ზღვის და სანაპიროს დაბინძურება და რა ეფექტური გზები არსებობს ნარჩენების მართვის კუთხით? - სტუდენტებს ეს საკითხები გააცნეს. ახალგზარდებმა მიიღეს ინფორმაცია როგორ მუშაობს სპეციალური აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც შეგროვებული ნარჩენების იდენტიფიცირება ხდება. პროექტი „ვისტა ჯორჯიას“ მიერ ხორციელდება და მას ევროკომისია აფინანსებს.