18, დეკემბერი 2019 21:23:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოში 6 თვის განამვლობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით 207-მა ადამიანმა დაასრულა, სუიციდის მცდელობა კი ამ დროის მანძილზე 219 ადამიანს ჰქონდა. გასულ წელს საქართველოში, საერთო ჯამში, თვითმკვლელობის 389, ხოლო თვითმკვლელობის მცდელობის 477 შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობისთვის, საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ.