21, დეკემბერი 2019 22:43:00
ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე 35 წლამდე ასაკის ქალს Volvo-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: პრაიმტაიმი