17, იანვარი 2020 14:50:00
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.
ქართველი სუმოისტის მეტოქე ბაშოს ლიდერი, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.
მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 2:4-ია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც გორგაძემ 7-ჯერ გამარჯვება იზეიმა და 10-ჯერ დამარცხდა.