დღეს, დილით სოფელ შარაბიძეებში, ჩხიკვაიძეების ოჯახში, სავარაუდოდ გაზის გამათბობელის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა . დაახლოებით 65 წლის ასაკის ცოლ-ქმარი დაიღუპა. ასევე, ახალგაზრდა კაცი ძლიერი დამწვრობით გადაყვანილია საავადმყოფოში.
"ცოლ-ქმარი გაგუდული იყო, შვილი კი ძლიერი დამწვრობით გადაყვანილია საავადმყოფოში" - უყვება TV25.GE-ს თვითმხილველი. ადგილზე სახანძროს სამი ჯგუფი მუშაობდა. მიმდინარეობს გამოძიება.