22, იანვარი 2020 17:46:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს. მისი მიზანია: ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის, ახალი შესაძლებლობების შექმნა; ასევე ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ.