23, იანვარი 2020 18:28:00
ავგიის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ობიექტი ბათუმში ახალსოფელის ავგიის უბანში მდებარეობს. გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიიიღო. მოთხოვნით უწყებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმართა. ავგიის ნაეკლესიარი V საუკუნით თარიღდება. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ავგიის ნაეკლესიართან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე კიდევ 10 ობიექტს მიენიჭა