23, იანვარი 2020 18:35:00
მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად 613 ათას 800 ლარი დაიხარჯება. ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს უფასო ტრენინგები, სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები და ენისკურსები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, გაგრძელდება მომსახურების ხარისხის კვლევა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში სერვისის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში, 3 ათას 282 ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირი გადამზადდა.