24, იანვარი 2020 18:26:00
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შარშან რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარაში 3 მილიარდის პროექტი არ განხორციელებულა. „თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არ გააკეთებს განმარტებას, ან არ მოიხდის ბოდიშს ტყუილისთვის, ვარწმუნებ, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მქამადაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ხელისუფლების ოპონენტების საპასუხოდ რეგიონის პირველმა პირმა განაცხადა რომ ოპოზიციას ციფრების დათვლა უჭირს.