28, იანვარი 2020 18:22:00
2020 წელს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები 6 მილიარდს მიაღწევს- განცხადება თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, გასულ წელს უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 43 %-ით გაიზარდა, შედეგად კი 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. რიჟვაძის განცხადებით, ე.წ მუყაოს ქალაქში მშენებლობები თებერვლიდან დაიწყება. მისივე თქმით, ანაზღაურება ეზრდებათ სახელოვნებო და სამუსიკო სკოლის პედაგოგებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს მიმდინარე მიმდინარე მშენებლობებზე, რომელებმაც პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ და დამატებითი ვადები მიეცათ.