29, იანვარი 2020 15:33:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, მათი ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საფრთხის შემცველი. მისი განცხადებით, დღეისთვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ.
„სულ ოთხი ქალია, მათ შორის ორს 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ვინაიდან ისინი არიან ჩინეთის იმ პროვინციიიდან, რომელიც 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათზე ხორციელდება დაკვირვება. ორჯერ ჩაუტარდათ ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, ანალიზები გადაიგზავნა ლაბორატორიაში და სავარაუდოდ ხვალ იქნება პასუხი.
საგანგაშო არაფერია. დღეისათვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ და მათი გადაადგილება უსაფრთხოა. ისინი დღეს დატოვებენ ბათუმს“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისივე თქმით, სტაციონარში მოთავსების საჭიროება არის.