05, თებერვალი 2020 21:02:00
5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საიდან მოდის თარიღის აღნიშვნის ისტორია და რა ღონისძიებები დაიგეგმა დღეს რეგიონის მასშტაბით? სიუჟეტს მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ
ეს ცხრა წლის ნიკო სიხარულიძეა. გვიყვება, რომ კითხვა განმარტოებით უყვარს. საბავშვო ზღაპრების შემდეგ უკვე 15-ზე მეტი წიგნის წაკითხვა შეძლო. ჟანრს და ავტორს თავად ირჩევს. ამბობს, რომ კითხვას დადებითი ემოციები და განწყობა მოაქვს.
ნიკას მსგავსად საჯარო ბიბლიოთეკას არაერთი თანატოლი თუ უფროსი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში აქტიური ხდება ამა თუ იმ ლიტერატურის ციფრულ ფორმატში გადაყვანა და შესაბამისად უფრო და უფრო პოპულარული ხდება კითხვა კომპიუტერში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზი მოწობს, რომ წიგნს თავისი ავტორიტეტი არ დაუკარგავს.
დღეს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მისული მკითხველებისთვის განსხვავებული დღე იყო. მოზარდებისთვის მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა და საჯაროდ აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა წაიკითხა. ასე მიულოცა მაია ხაჯიშვილმა მოსწავლეებს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
ბიბლიოთეკას ბათუმის მერიც სტუმრობდა. ლაშა კომახიძემ მოსწავლეებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ბოშები“ წაუკითხა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გასულ წელს მკითხველის რაოდენობა 7 000-ს აჭარბებდა.