06, თებერვალი 2020 18:53:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შველი პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს.