11, თებერვალი 2020 09:39:00
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მანქანა გაყინულ თოვლზე მოცურდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. TV25.GE- თვითმხილველი უყვება, რომ საავტომობილო გზა თოვლის საფარისგან არ იყო გაწმენდილი, რასაც ლიპ ყინული ემატებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.