12, თებერვალი 2020 10:53:00
18 ივლისს Black Sea Arena მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers&Chic-ს უმასპინძლებს. ინფორმაციას შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის პრესსამსახური ავრცელებს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებგვერდ www.bsa.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
Nile Rodgers-ი ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance და Good Times-ი.
ჯგუფის ბოლო ალბომი It's About Time 2018 წელს გამოვიდა და ის ლედი გაგასთან, ელტონ ჯონთან და და ქრეიგ დევიდთან კოლაბორაციებს მოიცავს.